ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 426 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 44 ადამიანს.

ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 222 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 178 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 564 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 9 902 პაციენტი.