ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 232 ადამიანს, 34 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მათივე ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 114 პაციენტი რჩება. 19 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, „კოვიდ-19“-ით 86 წლის ქალი და 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალნენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 160 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან გამოჯანმრთელდა 2 257 პაციენტი. გარდაცვლილთა რაოდენობა სულ 40-ს შეადგენს.