ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აფხაზური მედიის ცნობით გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 261 ადამიანს, 30 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში მკურნალობს 79 კოვიდინფიცირებული პაციენტი, 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 721 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 274 და გარდაიცვალა 217 კოვიდინფიცირებული პაციენტი.