ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 246 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ 30 პირს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 90 პაციენტი მკურნალობს, 24 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 248 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 480 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 230 კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი