ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 182 ადამიანს, მათგან ვირუსი 27 პირს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 103 ინფიცირებული მკურნალობს, 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 102 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 227 კი გარდაიცვალა.