ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი პაციენტი გარდაიცვალა

22:30, 18.03.2021

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 217 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 19 ადამიანს.

ოთხ კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს გადის 51 პაციენტი, ცხრის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი.

სულ კორონავირუსის ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში 206 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 617 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 12 610 პაციენტი.

მსგავსი