ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღეღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 187 ადამიანს, 19 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 85 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 139 73 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 305 პაციენტი, 218 კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი