ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 658 ადამიანს, მათგან 149 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ექვს კოვიდცენტრში 248 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 33 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული ქალი, დაბადებული 1935 წელს, გაგრის საავადმყოფოში გარდაიცვალა 78 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი. სულ კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 145 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 8 010 პაციენტი.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 10 251 შემთხვევა დაფიქსირდა.