ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი

00:36, 16.10.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 285 ადამიანს, აქედან 100 მათგანს „კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 152 პაციენტი რჩება, მათგან 129 პაციენტი კოვიდინფიცირებულია, 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

14-15 ოქტომბერს გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 26 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, გაგრის საავადმყოფოში – 13, ოჩამჩირის რაიონულ საავადმყოფოში კი 11.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 579 შემთხვევაა დაფიქსირებული, 1 167 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

მსგავსი