ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა

აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 160 პირს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 17 ადამიანს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 40 ინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათგან ცხრის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 68 წლის კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 204-ს შეადგენს.

ამასთან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 041 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 12 507 პაციენტი გამოჯანმრთელდა.