ოკუპირებულ აფხაზეთში​ კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში​ კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 72 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ექვს პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. საგანგებო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო ექვს დღეში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ კი, ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“-ის 63 შემთხვევა ფიქსირდება.