ოკლაჰომას შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხი ადამიანი მოკლა
აშშ-ის ოკლაჰომას შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და ოთხი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი, სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან როგორც პაციენტები, ასევე მედპერსონალიც. არიან დაშავებულებიც.
თავდამსხმელი 35-დან 40-წლამდე ასაკის მამაკაცია. მოტივი უცნობია.