„ოკლაჰომამ“ დასავლეთის კონფერენცია მოიგო და NBA-ს ფინალშია #1TVSPORT
„ოკლაჰომამ“ დასავლეთის კონფერენცია მოიგო და NBA-ს ფინალშია #1TVSPORT

„ოკლაჰომა სითი თანდერსმა“ მეოთხე მატჩი მოუგო „მინესოტა ტიმბერვულვზს“, დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი გახდა და NBA-ს ფინალში გავიდა, სადაც „ინდიანა“-„ნიუ იორკის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

„ოკლაჰომამ“ სერია 4:1 მოიგო, ხოლო ბოლო, მეხუთე მატჩში 124:94 იმარჯვა.

შაი გილგიუს-ალექსანდერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტული შემთხვევით არ მიუღია – „მინესოტას“ 34 ქულა ჩაუგდო, რასაც 7 მოხსნა და 8 პასი მიამატა. 22 ქულა ჰქონდა ჩეთ ჰოლგრენს, ხოლო ჯეილენ უილიამსმა 19 ჩააგდო.

„მინესოტაში“ 22 ქულით ჯულიუს რენდლი გამოირჩა, 19 ქულით – ენტონი ედვარდსი.