ოკინავაში აშშ-ის საზღვაო ქვეითის მიერ იაპონელი ქალის ძარცვასა და მკვლელობას იაპონიის მთავრობა მკაცრად გმობს და აშშ-ის მკაცრად სთხოვს, გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლოს

11:39, 04.10.2026
@“àŠOî¨’²¸‰ï‚ōu‰‰‚·‚鍂Žs‘•cŽñ‘Ё‚Q‚T“úŒßŒãA“Œ‹ž“s`‹æy•Ò’zƒtƒƒ“ƒgŽÊ^Œó•â‚Æ‚µ‚Ü‚·

@“àŠOî¨’²¸‰ï‚ōu‰‰‚·‚鍂Žs‘•cŽñ‘Ё‚Q‚T“úŒßŒãA“Œ‹ž“s`‹æy•Ò’zƒtƒƒ“ƒgŽÊ^Œó•â‚Æ‚µ‚Ü‚·

ასეთი სასტიკი ინციდენტი უკიდურესად სამწუხაროა, – ასე ეხმაურება იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი ოკინავაში აშშ-ის საზღვაო ქვეითის მიერ იაპონელი ქალის ძარცვასა და მკვლელობას. მისი თქმით, იაპონიის მთავრობა მომხდარს მკაცრად გმობს და აშშ-ის მკაცრად სთხოვს გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლოს.

პოლიციის ცნობით, 20 წლის დევინ ჯეიკობ ბალარდი ეჭვმიტანილია შაბათს, ქალაქ ნაჰაში, სასტუმროში 39 წლის იაპონელი ქალის, ანა იაგის მკვლელობასა და მისი საფულისა და ზურგჩანთის წაღებაში.

პოლიციის განცხადებით, დაკავებული ბრალდებებს უარყოფს. ინციდენტის გამო იაპონიაში აშშ-ის საელჩომ და საზღვაო ქვეითთა კორპუსმა სამძიმარი გამოთქვეს და განაცხადეს, რომ იაპონიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

„საზღვაო ქვეითთა კორპუსი ამ ბრალდებებს ძალიან სერიოზულად ეკიდება და ყველა საზღვაო ქვეითისგან ქცევის უმაღლესი სტანდარტების დაცვას ელის“, – ნათქვამია საზღვაო ქვეითთა კორპუსის განცხადებაში.

ცნობისთვის, იაპონიაში, ოკინავაში 18 000 ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცია განლაგებული. იაპონიაში მათმა ყოფნამ არაერთხელ გამოიწვია უკმაყოფილება მაცხოვრებლებში ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა ხმაური, თვითმფრინავების ჩამოვარდნები და პერსონალის შეუსაბამო ქცევა.

მსგავსი