ოჯახური კონფლიქტის დროს გარდაცვლილი რვა თვის ბავშვის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ოჯახური კონფლიქტის დროს გარდაცვლილი რვა თვის ბავშვის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის დროს, რვა თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძებაზე იმსჯელა.

დაცვის და ბრალდების მხარეებმა პროცესზე საკუთარი არგუმენტები დისტანციურ რეჟიმში წარადგინეს. მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

შემთხვევა ორი დღის წინ, გურჯაანში მოხდა. მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როდესაც ქალს ბავშვი ხელში ეჭირა. ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4- დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 5 მაისს ჩაინიშნა.