„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა. კომისიის შექმნის მიზნით დადგენილების პროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 117-მა წევრმა. დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა 77-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ორმა.

საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში აღარ იქნება პარტია „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი. მან გაიწვია თავისი მონაწილეობის თანხმობა. კომისიის შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილებაა. გივი მიქანაძის ნაცვლად, საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში იქნება ირაკლი შატაქიშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისის შემადგენლობა ასეთია:

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;

რატი იონათამაშვილი – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

ირაკლი შატაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

დავით მათიკაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

სალომე ქურასბედიანი – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

თენგიზ შარმანაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

სოზარ სუბარი – საპარლამენტო ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე;

ფრიდონ ინჯია – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე;

შალვა კერესელიძე – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსათვის“ წევრი;

ნინო შავგულიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი.