ოჯახში ძალადობის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ  ძალადობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული გ.ა. კახეთში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა მეუღლეს,1975 წელს დაბადებულ ე.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.