ოჯახი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ბესლან წუწაშვილს ეძებს
ოჯახი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ბესლან წუწაშვილს ეძებს

პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრებ ბესლან წუწაშვილს ოჯახის წევრები ათ დღეზე მეტია ვერ უკავშირდებიან.

მისი გაუჩინარების ფაქტს ხეობაში ადასტურებენ და ამბობენ, რომ ბესლანი ორი კვირის წინ მეგობრებთან ერთად ჩეჩნეთში მიდიოდა, რუსეთის საზღვარზე გადასვლისას დააკავეს და ერთ-ერთი ვერსიით, გათავისუფლების სანაცვლოდ, გარკვეულ თანხის გადახდა მოსთხოვეს. ამის შემდეგ იგი ოჯახს აღარ დაკავშირებია.

30 წლამდე მამაკაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბესლან წუწაშვილი რუსთავის ავტობაზრობაზე უცხოეთიდან შემოტანილი ავტომანქანების რეალიზაციით იყო დაკავებული.