ოჯახებს დაშორებული და დაკარგული ბავშვების რაოდენობა მსოფლიოში სამჯერ გაიზარდა
ოჯახებს დაშორებული და დაკარგული ბავშვების რაოდენობა მსოფლიოში სამჯერ გაიზარდა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მსოფლიოში 3-ჯერ გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ ოჯახებს ეძებენ ან მათთან დაბრუნებას ცდილობენ.

საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012 წელს ასეთი ბავშვების რაოდენობა 5 484 იყო, 2017 არასრული წლის მონაცემებით კი – 15 386.

ამასთან, სხვა წლებთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვნად მაჩვენებელი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა.

წითელი ჯვრის მონაცემების მიხედვით, სტატისტიკა ასეთია:

2012 წელი – 5 484 ბავშვი
2013 წელი – 5 591 ბავშვი
2014 წელი – 6 240 ბავშვი
2015 წელი – 8 904 ბავშვი
2006 წელი – 11 697 ბავშვი
2017 წელი – 15 386 ბავშვი

სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაშია წარმოდგენილი, წლების შემდეგ ნაპოვნი და ოჯახებს დაბრუნებული ბავშვების ვიდეოსაც აქვეყნებს.