ოჰაიოს ქალაქ კოლუმბუსში იარაღის მფლობელებმა აქცია გამართეს
ოჰაიოს ქალაქ კოლუმბუსში იარაღის მფლობელებმა აქცია გამართეს

ოჰაიოს ქალაქ კოლუმბუსში ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

„იარაღი არ კლავს, ადამიანები კლავენ“, – აცხადებდნენ დემონსტრაციის მონაწილეები.

მათ ოჰაიოს სენატში წარდგენილი კანონპროექტი გააპროტესტეს, რომელიც ისეთ ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს კრძალავს, რომელშიც ათი ან მეტი ვაზნა თავსდება. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ამგვარი ზომა იარაღზე მოთხოვნას უფრო გაზრდის და იარაღით არალეგალურ ვაჭრობას შეუწყობს ხელს.

აშშ-ში ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლის გამკაცრების საკითხი კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ფლორიდის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა ახალგაზრდამ 17 ადამიანი მოკლა.