ოგბაიძემ „ვიქტორიაში“ გაიტანა - ბერლინელებმა ერთ-ერთ ლიდერი დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

შალვა ოგბაიძემ „ვიქტორიას“ ფორმით გოლი გაიტანა და ბერლინელებს გერმანიის რეგიონალლიგის (ნორდოსტი) მორიგ ტურში „ხემნიცის“ დიდი ანგარიშით დამარცხებაში 3:0 დაეხმარა.

ბერლინის „ვიქტორიამ“ პირველად ითამაშა განახლებულ არენაზე, სადაც განათების სისტემა დაამონტაჟეს, სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა კი „ხემნიცთან“ იხილა გუნდი, რომელმაც მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა. ამაში თავისი წვლილი შალვა ოგბაიძემ შეიტანა, რომელიც „ვიქტორიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 85 წუთი ითამაშა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა.

საბოლოოდ, ქართველი თავდამსხმელის გუნდმა ერთ-ერთ ლიდერთან დიდი ანგარიშით გაიმარჯვა და 20 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-11 ადგილზეა. 21 წლის ქართველი თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში „ვიქტორიას“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 15 შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.