ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ ჩეხეთის სენატის პრეზიდენტის ტაივანში ვიზიტი ჩეხეთის მთავრობის პოზიციის უგულებელყოფაა და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას ნიშნავს
ოფიციალური პეკინი ჩეხეთის სენატის პრეზიდენტის, მილოშ ვისტრცილის ტაივანში ვიზიტს გმობს. პეკინში აცხადებენ, რომ ვიზიტი ჩეხეთის მთავრობის პოზიციის უგულებელყოფაა და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევას ნიშნავს.
მედიის ცნობით, ჩეხეთის ოპოზიციური ცენტრისტული მემარჯვენე პარტიის, ODS-ის წევრი მილოშ ვისტრცილი ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის ბიზნესდელეგაციას ხელმძღვანელობს. ამასთან, როგორც ცნობილია, ვისტრცილი სხვა ოფიციალურ პირებსა და კომპანიებთან ერთად ტაივანის პრეზიდენტს, ლაი ცინ დეს შეხვდება.
„ჩინური მხარე მოუწოდებს ჩეხურ მხარეს, მკაცრად დაიცვას ერთიანი ჩინეთის პრინციპი, დაუყოვნებლივ მიიღოს ეფექტური ზომები ამ ქმედების უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად და კონკრეტული ქმედებებით დაიცვას ჩინეთ-ჩეხეთის ურთიერთობების განვითარების საერთო ჩარჩო“, – განაცხადეს პრაღაში ჩინეთის საელჩოში.
ამასთან, ჩეხეთის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა, რომლის პარტიაც ANO-ს ხელმძღვანელობს, ვისტრცილის ვიზიტი გააკრიტიკა და დელეგაციას ტაივანში სახელმწიფო თვითმფრინავით მოგზაურობის უფლება არ მისცა.