ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 962 165​ აცრაა ჩატარებული, 21 აგვისტოს აიცრა 23 303 პირი
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 962 165​ აცრაა ჩატარებული, 21 აგვისტოს აიცრა 23 303 პირი

22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 962 165 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 675 978 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 23.7%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 10.0%

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 23 303 პირი.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 332 პაციენტი, გარდაიცვალა 48 ინფიცირებული.