ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა

ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 53-ით გაიზარდა და 306 შეადგინა. როგორც ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, ვირუსი რუსეთის 18 რეგიონში დაფიქსირდა.

კორონავირუსის ახალი 53 შემთხვევიდან 17 მოსკოვის რეგიონში, ექვსი მოსკოვში, ხუთი თათრეთში, ორი ტულასა და კალინინგრადში, ასევე ორი პეტერბურგში და ყაბარდო-ბალყარეთში, სამი სვერდლოვსკში, ორი კრასნოდარის, თითო კურგანსკის, ჩელიაბინსკის, სტავროპოლის, კარსნოიარსკის, ხაბარკოვსკის მხარეში და ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქში დაფიქსირდა.