ოფიციალური ინფორმაციით, საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა სირიაში 12 რაკეტა ჩამოაგდეს

13:45, 14.04.2018

საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა სირიაში 12 რაკეტა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა მათგანმა სამიზნეს მიაღწია და რომელიმე მათგანი სირიის თავდაცვით სისტემებს არ ჩამოუგდია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა სირიაში ინტერვენციის ბრძანება რამდენიმე საათის წინ გასცა.

შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სირიაზე დარტყმები განახორციელეს.

მსგავსი