„ნიუკასლმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვახტანგ სალია ინგლისური გუნდის რიგებს შეუერთდა.
„ჩვენ დავასრულეთ თბილისის „დინამოს“ მაღალი კლასის ქართველ თავდამსხმელთან კონტრაქტის გაფორმება.
ის ოფიციალურად შეუერთდება ჩვენს კლუბს აგვისტოში, როცა 18 წლის გახდება, მანამდე კი „დინამოში“ ითამაშებს.
კეთილი იყოს შენი მობრძანება „ნიუკასლ იუნაიტედში“, ვახტანგ!“, – წერია ინგლისური კლუბის მიერ გავრცელებულ ტექსტში.
17 წლის ვახტანგ სალიამ მიმდინარე სეზონში „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.