ოფიციალურად - ტიერი ანრიმ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბარა #1TVSPORT
ოფიციალურად - ტიერი ანრიმ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბარა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრებისა და „არსენალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები ჩაიბარა, – წერს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L`Equipe-ი.

აღნიშნულია, რომ ტიერი ანრის მთავარი ამოცანა იქნება, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს და მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს ჩემპიონის ტიტული მოუტანოს.

თანამედროვე ფრანგული ფეხბურთის ლეგენდას, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს მწვრთნელობის გამოცდილება აქვს, მაგრამ მის კარიერაში საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ტიერი ანრი მუშაობდა ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, 2018-2019 წლებში კი „მონაკოს“ ედგა სათავეში.