ოფიციალურად - თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT
ოფიციალურად - თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, – ამის შესახებ კვიპროსული გუნდის ვებ-გვერდი იუწყება.

ბოლო დროს მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ქართველი სპეციალისტი, შესაძლოა, სხვა გუნდში გადასულიყო, მაგრამ მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაიამ „ანორთოსისს“ ამ სეზონში კვიპროსის თასი 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა. ბოლოს ეს ტიტული ფამაგუსტელებს 2008 წელს ჰქონდათ მოგებული და მაშინაც გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნიდა.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებენ კარიერას თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია, რომლებსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს ამოეწურათ.