ოფიციალურად - სეზონის დასრულების შემდეგ კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ 33 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.
დე ბრუინი ინგლისური გუნდის ქომაგებს სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტით დაემშვიდობა. მისი თქმით, ყველაფერს აქვს დასასრული და „სიტიში“ გატარებულმა ათმა წელმა მისი ცხოვრება შეცვალა.
ბელგიელ ფეხბურთელს ინგლისის მოქმედ ჩემპიონთა მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისს უსრულდება. ის, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე და ეს მისთვის „სიტის“ რიგებში ბოლო ტურნირი იქნება.
კევინ დე ბრუინი მანჩესტერულ გუნდს 2015 წელს „ვოლფსბურგიდან“ შეუერთდა. „სიტის“ მაისურით ჩატარებულ 413 მატჩში მან 106 გოლი გაიტანა და 16 ტიტული მოიგო.