უეფა-მ დაადასტურა, რომ რუსეთი არ იქნება დაშვებული ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრაზე, რომელიც 9 ოქტომბერს ფრანქფურტში გაიმართება. შესაბამისად, რუსეთი ვერ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.
„რაც შეეხება რუსეთის მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციაზე, შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ყველა რუსული კლუბი და ნაკრები ჩამოშორებულია ფიფა-სა და უეფა-ს ტურნირებიდან“, – განაცხადა უეფა-ს წარმომადგენელმა.
ევრო 2024-ის ფინალური ეტაპი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება.