ოფიციალურად - რონალდინიოს ვაჟმა „ბარსელონას“ ახალგაზრდულ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდინიოს ვაჟი ჟუან მენდეში „ბარსელონას“ ახალგაზრდული გუნდის წევრი გახდა, – დაწერა „ტვიტერში“ კატალონური კლუბის პრესსამსახურმა.
18 წლის ფორვარდთან კონტრაქტის დეტალები უცნობი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ჟუან მენდეშმა 14 წლის ასაკში მოაწერა ხელი „კრუზეიროსთან“ კონტრაქტს.
რინალდინიო „ბარსელონაში“ 2003-08 წლებში თამაშობდა. კატალონელთა რიგებში მან ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე და ორჯერ მოიპოვა ესპანეთის სუპერთასი.