„არსენალის“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა „ჩელსიდან“ ინგლისელი გარემარბის, რაჰიმ სტერლინგის გადასვლის შესახებ.
29 წლის ფეხბურთელი მიკელ არტეტას გუნდში 2024-25 წლების სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩრდილოეთ ლონდონში“, – დაწერა სოციალურ ქსელში „არსენალმა“.
გასულ სეზონში სტერლინგმა ყველა ტურნირზე 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 10 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.