ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ფრანგ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს გაფორმების შესახებ, რომელიც აქამდე „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა.
24 წლის ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონის რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
„იუვენტუსსა“ და რაბიოს შორის ოთხწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ფრანგის წლიური ხელფასი ოთხი მილიონი ევრო იქნება.
„პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად, რაბიომ 17 ეროვნული ტიტული მოიგო.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, „იუვენტუსმა“, ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით, უელსელი აარონ რემზი გაიფორმა.