ოფიციალურად - რაბიო „იუვენტუსის“ ფეხბურთელია
ოფიციალურად - რაბიო „იუვენტუსის“ ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ფრანგ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს გაფორმების შესახებ, რომელიც აქამდე „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა.

24 წლის ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონის რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

„იუვენტუსსა“ და რაბიოს შორის ოთხწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ფრანგის წლიური ხელფასი ოთხი მილიონი ევრო იქნება.

„პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად, რაბიომ 17 ეროვნული ტიტული მოიგო.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, „იუვენტუსმა“, ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით, უელსელი აარონ რემზი გაიფორმა.