ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „დორტმუნდს“ შორის ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩაივლის. ფრანგულმა მხარემ ამგვარი ნაბიჯი კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე გადადგა.
„პოლიციის პრეფექტმა გადაწყვიტა, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „დორტმუნდის“ მატჩი მაყურებლების გარეშე გაიმართება“, – წერია პარიზის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.
შეხვედრა 11 მარტს გაიმართება. პირველი მატჩი „დორტმუნდის“ მოედანზე გერმანულმა კლუბმა 2:1 მოიგო.