მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი ივან პერიშიჩი ოფიციალურად გადავიდა „ბაიერნში“. გერმანულმა კლუბმა 30 წლის ხორვატი იჯარით აიყვანა 2020 წლის ზაფხულამდე, რის შემდეგაც, ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება, – იტყობინება გერმანიის ჩემპიონის ოფიციალური ვებგვერდი.
ერთი დღით ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მიუნხენელები ნახევარმცველის ერთწლიანი იჯარისთვის ხუთ მილიონ ევროს გადაიხდიან, ერთი წლის შემდეგ კი „ბაიერნი“ „ინტერს“ კიდევ 20 მილიონს გადაუხდის.
გასულ სეზონში პერიშიჩმა 45 მატჩი ჩაატარა „ინტერში“, ცხრა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.