ოფიციალურად - ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა [ვიდეო] #1TVSPORT
ოფიციალურად დადასტურდა, რომ პსჟ-ს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პარიზულ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.
„ძალიან მომწონს პსჟ-ში და ბედნიერი ვარ პარიზში, – განაცხადა ნეიმარმა. იყო ამ გუნდის ნაწილი – ძალიან დიდი სიამაყეა.
ასე რომ მოხარული ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით და იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ უფრო ბევრ ტიტულს მოვიგებ“.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა, რეკორდულად დიდი თანხის, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
მიმდინარე სეზონში კი საფრანგეთის ჩემპიონატში ნეიმარმა 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და ათი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ავტორი -
ალექსანდრე ქურხული