ოფიციალურად - „ნაპოლის“ სტადიონს მარადონას საპატივცემულოდ სახელი გადაარქვეს
ნეაპოლის მერმა ლუიჯი დე მაჯისტრისმა გამოაცხადა, რომ „ნაპოლის“ საშინაო სტადიონი „სან პაოლო“ სახელს შეიცვლის. ლეგენდარული დიეგო მარადონას საპატივცემულოდ, არენას დაერქმევა „სტადიო დიეგო არმანდო მარადონა“.
ვარიანტებს შორის ასევე განიხილებოდა – „სტადიო კომუნალე დიეგო მარადონა“ და „არენა დიეგო მარადონა“.
„იყო ბევრი შესანიშნავი იდეა, მაგრამ, საბოლოოდ, არჩევანი შევაჩერეთ “სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“, – განაცხადა დე მაჯისტრისამ.