ოფიციალურად – „ნაპოლის“ სტადიონს მარადონას საპატივცემულოდ სახელი გადაარქვეს

15:47, 30.11.2020

ნეაპოლის მერმა ლუიჯი დე მაჯისტრისმა გამოაცხადა, რომ „ნაპოლის“ საშინაო სტადიონი „სან პაოლო“ სახელს შეიცვლის. ლეგენდარული დიეგო მარადონას საპატივცემულოდ, არენას დაერქმევა „სტადიო დიეგო არმანდო მარადონა“.

ვარიანტებს შორის ასევე განიხილებოდა – „სტადიო კომუნალე დიეგო მარადონა“ და „არენა დიეგო მარადონა“.

„იყო ბევრი შესანიშნავი იდეა, მაგრამ, საბოლოოდ, არჩევანი შევაჩერეთ “სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“, – განაცხადა დე მაჯისტრისამ.

მსგავსი