ოფიციალურად - „მონაკო“ ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბარა
ოფიციალურად - „მონაკო“ ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბარა

„მონაკომ“ მთავარი მწვრთნელის შეცვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ესპანელმა რობერტო მორენომ პორტუგალიელი ლეონარდო ჟარდიმის ადგილი დაიკავა.

როგორც იტყობინებიან, 42 წლის მორენოს კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდეა გაფორმებული.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მორენო ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ხელმძღვანელობდა ესპანეთის ნაკრებს, რომელიც პირველი ადგილიდან გავიდა ფინალურ ტურნირზე, მაგრამ შემდეგ, მისი ადგილი ლუის ენრიკემ დაიკავა. მანამდე, მორენო „რომას“, „სელტასა“ და „ბარსელონას“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

დღეისთვის „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა. გუნდს 28 ქულა აქვს.