ოფიციალურად - მბაპემ პსჟ-სთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
ოფიციალურად - მბაპემ პსჟ-სთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ფორვარდ კილიან მბაპესთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ. 23 წლის ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მბაპე შეიძლება მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. ელოდებიან, რომ ლა ლიგა უეფასა და ევროკავშირში უჩივლებს „პარი სენ-ჟერმენს“ მბაპეს ახალი კონტრაქტის გამო.

მბაპესთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ საფრანგეთის ჩემპიონატის 38-ე ტურის წინ გამოცხადდა, რომელშიც პსჟ-მ 5:0 დაამარცხა „მეცი“. კილიანმა ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

დატოვე კომენტარი