იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი თავისუფალი აგენტის სტატუსით „მარსელში“ გადავიდ. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაწერა.
ბალოტელი „მარსელის“ რიგებში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ასევე კონტრაქტში მითითებულია ხელშეკრულების გაგრძელების პუნქტი იმ შემთხვევისთვის, თუ იტალიელი კარგად წარმოაჩენს თავს.
მარტო ამ გადასვლისთვის ბალოტელი ოთხ მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, გამოიმუშავებს 1.4 მილიონს ბონუსის სახით, თუ ზაფხულამდე 11 გოლს გაიტანს და სკანდალში არ გაეხვევა.
მარიოს ახალ გუნდში მეცხრე ნომერი ექნება. ბალოტელის ბოლო კლუბი „ნიცა“ იყო, რომლის შემადგენლობაში ამ სეზონში თამაში არ წაუვიდა – ლიგა 1-ის 10 მატჩში მან ერთადერთი საგოლე პასი შეასრულა.