ოფიციალურად - ლიოვი გერმანიის ნაკრების გაწვრთნას გააგრძელებს
ოფიციალურად - ლიოვი გერმანიის ნაკრების გაწვრთნას გააგრძელებს

გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) პრეზიდიუმმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს იოახიმ ლიოვს. ერთა ლიგაზე ესპანეთთან 0:6 მარცხის შემდეგ, პრესაში გაჩნდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ მალე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონ სპეციალისტს პოსტიდან დაითხოვდნენ.

30 ნოემბერს, ფრანქფურტში კავშირის საპრეზიდენტო კომიტეტის წევრები შეხვდნენ გერმანიის ნაკრების გენერალურ მენეჯერს ოლივერ ბირჰოფსა და თავად იოახიმ ლიოვს. ამ უკანასკნელმა საკუთარი იდეებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია მოაწყო. საბოლოოდ, კომიტეტი შეთანხმდა იმაზე, რომ ერთი მატჩში ჩავარდნა არ შეიძლება იყოს ეროვნული გუნდისა და მისი მწვრთნელის მუშაობის დონის საზომი.

ასე რომ, გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება – დატოვოს ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მინიმუმ ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.