„მილანმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 23 წლის პორტუგალიელ თავდამსხმელთან, რაფაელ ლეაოსთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.
განახლებული კონტრაქტის თანახმად, ლეაო „მილანში“ 2028 წლამდე დარჩება.
2022/2023 წლების სეზონში რაფაელ ლეაომ „მილანის“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 47 მატჩი გამართა, გაიტანა 14 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
Transfermarkt „მილანის“ ახალგაზრდა პორტუგალიელ თავდამხმელს 80 მილიონ ევროდ აფასებს.