ოფიციალურად – ლეაომ „მილანთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

18:26, 02.06.2023

„მილანმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 23 წლის პორტუგალიელ თავდამსხმელთან, რაფაელ ლეაოსთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

განახლებული კონტრაქტის თანახმად, ლეაო „მილანში“ 2028 წლამდე დარჩება.

2022/2023 წლების სეზონში რაფაელ ლეაომ „მილანის“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 47 მატჩი გამართა, გაიტანა 14 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarkt „მილანის“ ახალგაზრდა პორტუგალიელ თავდამხმელს 80 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი