საქართველოს ნაკრების ორი წამყვანი მოთამაშე, გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას ბარტისლავას „სლოვანში“ გააგრძელებენ, სადაც მათ „ჯვაროსნების“ ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი გაწვრთნის, – ინფორმაცია ოფიციალურად სლოვაკური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა და ფეხბურთელები უკვე საჯაროდ წარადგინეს.
„გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ჩვენი გუნდის წევრები არიან. გურამ კაშიამ ერედივიზიაში რვა წელი ითამაშა, ხოლო ორი წელი ამერიკაში. ჯაბა კანკავა კი „დნიპროსში“ 2014/15 წლების სეზონის ევროპის ლიგის ფინალისტი იყო. ორივე მათგანი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ნაკრებში ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით. კანკავა გუნდის კაპიტანი იყო, ხოლო კაშია – მისი პირველი მოადგილე. ორივე „სლოვანს“ უკვე შეუერთდა და დღეს ისინი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშებენ“, – წერია „სლოვანის“ ოფიციალურ გვერდზე.
„სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონია და ევროსეზონს და ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიის ჩემპიონს, „შემროკროვერსს“ დაუპირისპირდება – 7 ივლისს სახლში, ხოლო 14 ივლისს – გასვლაზე.