კანკავა და კაშია ვაისთან ითამაშებენ – „სლოვანმა“ ტრანსფერები დაადასტურა [ვიდეო] #1TVSPORT

19:16, 17.06.2021

საქართველოს ნაკრების ორი წამყვანი მოთამაშე, გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას ბარტისლავას „სლოვანში“ გააგრძელებენ, სადაც მათ „ჯვაროსნების“ ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი გაწვრთნის, – ინფორმაცია ოფიციალურად სლოვაკური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა და ფეხბურთელები უკვე საჯაროდ წარადგინეს.

https://www.youtube.com/watch?v=5lhyJhr7khQ

„გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ჩვენი გუნდის წევრები არიან. გურამ კაშიამ ერედივიზიაში რვა წელი ითამაშა, ხოლო ორი წელი ამერიკაში. ჯაბა კანკავა კი „დნიპროსში“ 2014/15 წლების სეზონის ევროპის ლიგის ფინალისტი იყო. ორივე მათგანი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ნაკრებში ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით. კანკავა გუნდის კაპიტანი იყო, ხოლო კაშია – მისი პირველი მოადგილე. ორივე „სლოვანს“ უკვე შეუერთდა და დღეს ისინი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშებენ“, – წერია „სლოვანის“ ოფიციალურ გვერდზე.

სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონია და ევროსეზონს და ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიის ჩემპიონს, „შემროკ როვერსს“ დაუპირისპირდება – 7 ივლისს სახლში, ხოლო 14 ივლისს – გასვლაზე.

მსგავსი