ოფიციალურად - კანსელო „ბაიერნში“ ითამაშებს #1TVSPORT
ოფიციალურად - კანსელო „ბაიერნში“ ითამაშებს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ მცველი ჟოაო კანსელო „ბაიერნში“ იჯარის წესით ითამაშებს, – ინფორმაცია მიუნხენური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

28 წლის პორტუგალიელთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გაფორმდა.

„„ბაიერნი“ დიდებული კლუბია, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშებ. ეს არის კლუბი, რომელიც ტიტულებისთვის იბრძვის და ამას ყოველთვის ახერხებს. „ბაიერნის“ წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, – ციტირებს კანსელოს სიტყვებს „ბაიერნის“ ოფიციალური ვებგვერდი.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა მცველმა „სიტის“ შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ხუთი შედეგინი გადაცემა შეასრულა.