ოფიციალურად - ჯოშუა-რუისი 7 დეკემბერს, საუდის არაბეთში გაიმართება
ოფიციალურად - ჯოშუა-რუისი 7 დეკემბერს, საუდის არაბეთში გაიმართება

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ სუპერმძიმე წონაში მატჩ-რევანში მექსიკელ ენდი რუისსა და ბრიტანელ ენტონი ჯოშუას შორის მაინც გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა პრომოუტერმა ედი ჰირნმა.

მისი სიტყვებით, ორივე მოკრივემ უკვე მოაწერა ხელი ბრძოლის კონტრაქტს. შეხვედრა შვიდ დეკემბერს, საუდის არაბეთში გაიმართება.

„მოკრივეებმა ხელი მოაწერეს ბრძოლაზე კონტრაქტს. ყველა ორგანიზაცია, რომელიც სანქციას აძლევს ამ შეხვედრას, ამის შესახებ ინფორმირებულია. ეს უნდა გახდეს 2019 წელს ყველაზე გრანდიოზული ბრძოლა“, – მოჰყავს ჰირნის სიტყვები საკრივო პორტალ „ბოქსინგსინს“ (BoxingScene).

შეგახსენებთ, რომ ამა წლის პირველ ივნისს, ენდი რუისმა ნოკაუტით დაამარცხა ენტონი ჯოშუა და წაართვა მას WBA Super-ის, WBO-ის, IBF-ისა და IBO-ის საჩემპიონო ქამრები.