საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი იუსუფ ფოფანა „მონაკოდან“ „მილანში“ გადავიდა. იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა 25 წლის ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ. ფრანგმა ახალ კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „მილანი“ ფოფანას სანაცვლოდ 23 მილიონ ევროს გადაიხდიდა.
იუსუფ ფოფანა „მონაკოში“ 2019-20 წლების სეზონიდან თამაშობდა. გასულ სეზონში მან ლიგა 1-ში 32 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.